სამანის ნახშირი

სანამ სამანს ორმოში ჩააგდებენ (ჩასვამენ), ორმოს ძირში „ხაკა ნახშირს“ (დაფშვნილ ნახშირს) ჩაყრიან: თუ სამანს ვინმე ადგილს შეუცვლის, ან ჟამთა ვითარებაში ქვა ამოვარდება და სამანი დაიშლება – ნახშირის კვალი მაინც დარჩება. ნახშირი მიწაში დიდხანს სძლებს და თავის ირგვლივ ნიადაგსაც აშავებს. ამ კვალით ნასამნარის მიგნება ადვილია.

სიახლის სრულად ნახვა
კუბი 1. წესიერი ექვსწახნაგა გეომეტრიული სხეული, რომლის ყველა წახნაგი კვადრატია. 2.მათემ. სამი ერთგვარი თანამამრავლის ნამრავლი; რიცხვის მესამე ხარისხი. 3. სითხის ასადუღებელი ან გამოსახდელი ჭურჭელი ცილინდრული ფორმისა.
კუბიზმი უკიდურესი ფორმალისტური მიმართულება ბურჟუაზიულ სახვით ხელოვნებაში, რომელიც რეალური სამყაროს საგნების გამოხატულებას ცვლიდა გეომეტრიული ფიგურების (კუბის, კონუსის და მისთ.) კომბინაციებით (ჩაისახა საფრანგეთში მე-20 ს. დასაწყისში).
კუბური 1. კუბის ფორმის მქონე. მაგ., კუბური შენობა. 2. გამოხატული ისეთი ზომებით, რომელთა მოცულობის ერთეულად მიღებულია კუბი.
კუბმეტრი კუბური მეტრი.
კუბისტი კუბიზმის მიმდევარი.
კუბრიკი გემზე საერთო სადგომი, საცხოვრებელი ეკიპაჟისათვის.
კუვასი უნგრული ნაგაზების ძველი ჯიში აზიური წარმოშობისა.
კუვეზი ხელოვნური მიკროკლიმატის მქონე აპარატი, რომელშიც ათავსებენ უდღეურ ბავშვს.
კუვერტი სუფრის ჭურჭელი.
კუზინი ბიძაშვილი, მამიდაშვილი ან დეიდაშვილი (ქალი).